22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია მკვლელობის საქმე გახსნილია - შს სამინისტრომ 3 დღის წინ, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში 2 ფიგურანტის შესახებ ვკითხულობთ, რომლებიც 21 და 22 წლის ასაკის არიან. ნათქვამია, რომ ისინი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავები მანქანით მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრთდნენ. შემდეგ მკვლელმა 10 გასროლა განახორციელა და ადგილიდან თანამზრახველთან ერთად იმავე ნაქირავები მანქანით მიიმალა.
ნიკო კვარაცხელიას მამიდა აცხადებს, რომ მის ძმისშვილს ქურდულ სამყაროსთან კავშირი არასოდეს ჰქონია.
"არანაირი კავშირი ნიკოს ქურდულ სამყაროსთან არ აქვს, ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს. ჩვენს ოჯახს, ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები, რომ ჰქონოდა ოჯახს და ცოლს 5 შვილით აქ არ აცხოვრებდა.
არანაირი საფრთხე ჩვენ არავისგან არ გვიგვრძვნია, არასოდეს შეგვშინებია, რადგან ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით," - აცხადებს გარდაცვლილის მამიდა.
იდენტიფიცირების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული პირები ამ ეტაპზე დაკავებული არ ჰყავს და ძებნას განაგრძობს.