21 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელი, რომელიც დაქირავებულია, გამოძიების ოფიციალური ვერსიით 1999 წელს დაბადებული აკაკი ჭელიძეა. მომხდარიდან 72 საათის შემდეგ საქმე გაიხსნა.
სამეთვალყურეო კამერის ვიდეო კადრებში ერთი დამნაშავე ჩანს, თუმცა ოფიციალური ვერსიის თანახმად აკაკი ჭელიძე მარტო არ მოქმედებდა. მას დაგეგმილი დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად გიორგი კაველიძე ეხმარებოდა. 22 წლის მამაკაცი მართავდა იმ ავტომობილს, რომელიც მკვლელობისთვის წინასწარ დაიქირავეს.
22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის დეტალები საქმის გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ვერსიით, ძებნილები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.
საქმის გახსნიდან მალევე, პროკურატურამ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოიტანა. განცხადებიდან ირკვევა, რომ აკაკი ჭელიძესა და გიორგი კაველიძის ბრალი დაუსწრებლად მაქისიმუმ მომდევნო 48 საათის განმავლობაში წარედგინებათ.
მოტივზე გამოძიება არ საუბრობს, თუმცა ვრცელდება სავარაუდო ვერსიები. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით აკაკი ჭელიძეს 22 წლის ბიჭის ჩაცხრილვა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას, იგივე "თბილისკის", შვილებმა დაუკვეთეს.
აკაკი ჭელიძისა და გიორგი კაველიძის ძებნის პროცედურები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. პარალელურად, ინტენსიურად გრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის ოპერაცია. ერთ-ერთი ვერსიით ძებნილებმა საქრათველოს საზღვარი უკვე დატოვეს.