16 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიგი უგულავამ ფოთელებს ვიცე-მერობის კანდიდატი დავით სარსანია წარუდგინა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ქალაქის განვითარების მრავალწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ ფოთს რებრენდინგი სჭირდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ფოთი წარმოვიდგინოთ, როგორც ცენტრი ანაკლია-მალთაყვის ერთიანი სანაპირო ზოლის განვითარების. ეს არის უნიკალური, 30 კილომეტრიანი ზოლი, პრაქტიკულად ხელუხლებელი, აბსოლუტურად გამორჩეული შავ ზღვაზე თავისი ბიომრავალფეროვნებით და უნდა მოვახდინოთ ბრენდირება ფოთის," - განაცხადა გიგი უგულავამ.

პრეზენტაციის დასასრულს გიგი უგულავამ სტუმრებს ვიცე-მერობის კანდიდატი დავით სარსანია წარუდგინა.

დღის ამბები