"ქართული ოცნების" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - არჩილ ჩიქოვანი - 54.1%.
"ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი კირთაძე 30.6%.
პარტია "საქართველოსთვის" - ირაკლი მიქელაძე - 4.6%.
"გირჩი - მეტი თავისუფლება" - გიორგი ფუტკარაძე - 2.15
"პატრიოტთა ალიანსი" - ბონდო გუგულაძე - 1.9%.
კახაბერ ცისკარიძე - დამოუკიდებელი კანდიდატი - 1.2%
სხვა კანდიდატები - 5.5%.
საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2 690 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 87.9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.