25 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
დღეს ვერაზე მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დაკრძალავენ

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განიხილება მკვლელობის სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის მოტივი.

სანამ გამოძიება დამკვეთის კვალზე გავა, მანამდე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობისთვის შესრულებისთვის ძებნილ ორივე პირს. ბრალდებულებს იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებები ჩადენილ განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავებიან.

დღის ამბები