16 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
სწრაფი ტესტით და უფასოდ - რეგიონის მოსახლეობას C და B ჰეპატიტის, აივ/შიდსის და სიფილისის გამოკვლევას ადგილზე ჩაუტარებენ

C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ/შიდსი და სიფილისი ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომლის კვლევაც და შემდგომი მკურნალობაც საქართველოში ელიმინაციის პროგრამის  ფარგლებში უფასოა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა ინფექციების გამოსაკვლევად ადგილზე სწრაფი ტესტი ჩაეტარებინათ.

ღონისძიებას "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ლაბუჩიძეც ესწრებოდა, კვლევა ადგილზე მანაც ჩაიტარა.

"გვანახა ამ კორონავირუსმა ის, რომ გარდა იმისა, რომ აზიანებს ფილტვებს, რაც უკვე ცნობილია, ამავე დროს აზიანებს ღვიძლსაც საკმაოდ ძლიერად, რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო ადამიანის ორგანიზმში, შესაბამისად ის ადამიანები, ვისაც С ჰეპატიტი აქვთ, ორმაგი რისკის ქვეშ დადგნენ.

მაშინ, როცა ქვეყანაში გვაქვს ჩვენ საშუალება, რომ ელიმინაციის პროგრამის საშუალებით ჩაერთონ და აბსოლუტურად უფასოდ, ამას ხაზი მინდა გავუსვა, რომ გაიკეთონ დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც, ამის შანსი არ უნდა გაუშვა.

რეგიონებშიც ჩავალთ, ბოლნისში მივდივართ ორშაბათს, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ ეს ხმა," - აცხადებს ასოციაციის - "ჩვენ დავამარცხებთ C ჰეპატიტს" წარმომადგენელი კონსტანტინე რუხაძე.

დღის ამბები