16 ნოემბერი 2024,   17:59
ვრცლად
რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს თავს დაესხნენ 

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, ვანო გველესიანს სცემეს.

ოჯახის წევრების თქმით, დაზარალებულ 55 წლის მამაკაცს, ღამით, საკუთარ სახლთან უცნობი პირი თავს დაესხა. მათივე განმარტებით, თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ოჯახის ახლობლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ვანო გველესიანმა სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

"ღამის საათები იყო, პირველის ნახევარი. სადარბაზოსთან უცნობმა კაცმა თხოვა სიგარეტი, წაიღო ჯიბეზე ხელი და ჯიბიდან ხელის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ამ პერიოდში რამდენიმე დარტყმა განახორციელა სახის არეში და შემდეგ მიიმალა.

წინა დღეებში განხორციელდა გაფრთხილება ვანოს მიმართ, რომ შეშვებულიყო პოლიტიკურ აქტივობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რაც რეალურად მოიყვანეს მოქმედებაში," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

დღის ამბები