20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
ინფორმაცია, რომ Pfizer-ის გარკვეულ პარტიას ნოემბრის ბოლოს ვადა გასდის, სიმართლეს არ შეესაბამება - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ რისკი ვადაგასული ვაქცინით აცრისა ქვეყანაში არ არსებობს. მინისტრის თქმით, ინფორმაცია, რომ Pfizer-ის გარკვეულ პარტიას ნოემბრის ბოლოს ვადა გასდის - სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აქედან გამომდინარე, მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ არა აქვთ რისკი იმის, რომ აიცრან ვადაგასული ვაქცინით და არც იმის რისკი არსებობს ქვეყანაში, რომ Pfizer-ს მოხმარების გარეშე გაუვიდეს ვადა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ არ დავუშვებთ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები