20 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
გაეროს ბავშვთა ფონდმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ექთნების ჩართვა დაიწყო

გაეროს ბავშვთა ფონდმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ექთნების ჩართვა დაიწყო. შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისთვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. საერთო ჯამში საინფორმაციო სესიებს 4 000-ზე მეტი ექთანი გაივლის.

შეხვედრების ორგანიზატორების თქმით, პანდემიის დასაძლევად მნიშვნელოვანი როლი აკისრია სამედიცინო პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას.

"დავიწყეთ პროექტი ექთნების ასოციაცია "ნიუმენთან" ერთად, რომელიც გულისხმობს ქვეყნის 8 რეგიონში, 65 კლინიკაში 4 000-ზე მეტი ექთნების და არასამედიცინო პერსონალის - დამლაგებლების და სანიტრების განათლებას COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხებზე," - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციური ცვლილებების სპეციალისტმა ნინო ლორთქიფანიძემ.

დღის ამბები