ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პირდაპირ რეისებზე ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტურიზმის და ავიაციის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია "კოვიდ-19"-ის რეალობაში.
"ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი სიახლე. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანიასთან "ვიზეარი". შედეგად, 2021 წლის ნოემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყება პირდაპირი რეისების ოპერირება შემდეგი მიმართულებებით: ბარსელონა, ბერლინი, ვენა, აბუ-დაბი. დიდი მადლობა ჩემს გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის და ავიაკომპანიას მხარდაჭერისთვის. ტურიზმის და ავიაციის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია "კოვიდ-19"-ის რეალობაში",- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.