29 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
ადიდებული მდინარე და დატბორილი სახლები - სიღნაღის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, უამინდობამ პრობლემები შექმნა.

გადაუღებელმა წვიმამ, საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში, მდინარის ადიდება გამოიწვია.

რის შემდეგაც, მდინარე ბელექან-ჩაიმ კალაპოტი შეიცვალა და საცხოვრებელ სახლების პირველი სართულები დატბორა. 

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში ეხმარებიან.

დღის ამბები