20 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
დაზიანებული სახლები, განადგურებული ვენახი და ნარგავები - კახეთში უამინდობამ სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთში უამინდობამ სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა. რამდენიმეწუთიანი სეტყვა იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში, საბუეში ალმატსა და გრემში

ძირითადად, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები, მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავები.
ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ქარმა და სეტყვამ 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. 

უამინდობის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, შალაურსა და ვარდისუბანში ვენახები და მრავალწლიანი კულტურები დაზიანდა. 

დღის ამბები