კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა დილიდან ზარალს ითვლის. ძლიერმა სეტყვამ თელავის, საგარეჯოს და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში ვენახები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.
სტიქიამ, ასევე, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც. ზარალის დამდგენი კომისია დაზარალებულ სოფლებში მუშაობს. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ყველა დაზარალებულს ზარალი სრულად აუნაზღაურდება.