16 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ენმ-ის ზუგდიდის წარმომადგენლები, მმართველ პარტიასა და საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მმართველი პარტიასა და საოლქო საარჩევნო კომისიას, საარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებენ.

ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 შესწავლილი უბნიდან უმეტეს ნაწილში 24 ისეთი პირია შეყვანილი, რომელთაც გადასატანი ყუთით სარგებლობა არ სჭირდებათ და ყველა მათგანი მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირია.

წითლიძის მტკიცებით, ამას არჩევნების გაყალბებისთვის  ერთ-ერთ ხერხად იყენებენ. თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფენ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ გადასატანი ყუთების საბოლოო სია ჯერ არ შემდგარა და მას შესაბამისი კომისია სწავლობს.

დღის ამბები