ფოთში ქარბორბალას დროს ერთი მოქალაქე დაშავდა. დაშავებული თენგიზ გვილავა ჯერ სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკაში. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფოთს წვიმასთან ერთად ქარბორბალაც დაატყდა თავს. სტიქიამ აჭარისა და ფიროსმანის ქუჩებზე ოცამდე სახლი დააზიანა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, წააქცია ბოძები. ამ ქუჩების მცხოვრებლები ღია ცისქვეშ დარჩნენ.