20 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
22 წლის მამაკაცი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც სიღნაღში სპილენძის ქვაბს იპარავდა - რა კავშირი აქვს ვასილ პაპაშვილს გიორგი გახარიასთან

სპილენძის ქვაბისა და ვენახის მოსაწამლი ხელსაწყოს მოპარვის დრო დაკავებული 22 წლის ვასილ პაპაშვილი სამართალდამცველებმა სწორედ მაშინ აიყვანეს, როდესაც სიღნაღში მარტოხელა ქალის ეზოდან სპილენძის ქვაბს იპარავდა.

აღმოჩნდა, რომ დაკავებული მამაკაცი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრია.

იგი სიღნაღის საკრებულოში წარდგენილი პროპორციული სიით გამსვლელ დეპუტატთა შორის 22-ე ნომერს იკავებს. ამას მოწმობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტი.

მომხდართან დაკავშირებით უცნობია პარტიის პოზიცია, თუმცა არ უარყოფენ, რომ დაკავებული გახარიას პარტიის სიის 22-ე ნომერია.

დღის ამბები