მსოფლიო აკრძალული წიგნების კვირეულს აღნიშნავს. ღონისძიება დასაბამს ჯერ კიდევ 1982 წლიდან იღებს, როდესაც ამერიკის არაერთ შტატში სკოლებმა და მაღაზიებმა მათთვის არასასურველი ლიტერატურა დახლებიდან და სასწავლო პროგრამიდან გააქრეს. მშობლებმა და მასწავლებლებმა კი ეს მოვლენა გააპროტესტეს და საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს. სასამართლომ არამართლზომიერად სცნო სკოლების ეს გადაწყვეტილება, რის გამოც კონკრეტული ჟანრის ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.
საქართველოში კი აკრძალული წიგნების კვირეული უკვე 3 წელია აღინიშნება. ღონისძიება დღეს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.