06 სექტემბერი 2026,   14:05
ვრცლად
"მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი წამალი" - GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტის დანერგვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრები დაესწრნენ. GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში.
 
აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის გეგმა და არსებული საჭიროებები სექტორის წარმომადგენლებისგან ჯანდაცვის მინისტრმა მოისმინა.
 
"GMP და GDP სტანდარტთან მიმართებაში არაერთი მოსაზრება არის, შევძლებთ, გავუმკლავდებით თუ ვერ გავუმკლავდებით ამ გამოწვევას, ასევე რამდენად არის თუ არა საჭირო GMP სტანდარტზე გადასვლა, მაგრამ დღეს ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი წამალი, ხარისხიანი წამლის მიწოდება და მიწოდების სწორი ზედამხედველობა,"- აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
დღის ამბები