ევროკავშირის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი დახმარება პანდემიის დასაამარცხებლად - საქართველოსთვის 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინების სპეციალური გადამზიდავი ტრანსპორტი შეიძინეს. აღნიშნული შემოწირულობა მხოლოდ ნაწილია იმ დონაციის, რომელიც ქვეყანამ პანდემიის პირობებეში ევროკავშირისა და ჯანმოსგან მიიღო.
"ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამართული ცივი ჯაჭვის სისტემა ერთ-ერთი უმთავრესია ვაქცინაციის პროცესის წარმართვისთვის. ხარისხიანი ვაქცინების ხარისხიანად მიწოდებისთვის," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.