"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ოზურგეთის სოფლებში - მაკვანეთში, ლიხაურსა და დაბა ნასაკირალში გამართა.
მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე საზოგადოებას გააცნო საარჩევნო პროგრამა, 8 პუნქტიანი გეგმა და ახალი ინიციატივები ოზურგეთისთვის. მან მოსახლეობას ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.