01 მაისი 2024,   05:58
ვრცლად
ტორნადოს შედეგად ჩრდილოეთ გერმანიაში 6 ადამიანი დაშავდა

ტორნადოს შედეგად ჩრდილოეთ გერმანიაში 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანი იახტ-კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი ქარმა წყალში გაიტაცა. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მოგლეჯილია ხეები. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

დღის ამბები