20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო - ცენტრი პაციენტებს მაღალკვალიფიციურ გერმანულ გამოცდილებას სთავაზობს

სასტუმრო შერატონში გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრი ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ, მაღალკვალიფიციურ, გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას სთავაზობს.

ცენტრის დახმარებით, ციფრული ჯანდაცვის სერვისების საშუალებით, პაციენტები შეძლებენ დისტანციური კონსულტაცია გაიარონ გერმანიაში მყოფ სპეციალისტებთან და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრება მოისმინონ. პრეზენტაციას ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები