ფოთში 33-ვე საარჩევნო უბანი 07.00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08.00 საათზე დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, ქალაქში შვიდი მაჟორიტარული ოლქია.
ფოთში სულ 41 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ამ დროისათვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.