ოზურგეთში 62 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა 08:00-ზე დაიწყო. როგორც N60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ამბობს, ყველა მათგანი წესების დაცვით და დარღვევის გარეშე გაიხსნა.
ჯერჯერობით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერობის ხუთი კანდიდატი იბრძვის, რეგისტრირებული ამომრჩეველი კი 60502-ია.