ბათუმში 103 უბანია გახსნილი, ქალაქის მასშტაბით კენჭისყრის პროცედურა ზუსტად 8 საათზე დაიწყო, ამ დროისთვის რაიმე შეფერხება არ ყოფილა.
საკუთარი პოზიცია უკვე პირველმა ამომრჩევლებმაც დააფიქსირეს.
ყველა უბანზე, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარაშიც, ხმის მიცემის პროცედურა პანდემიის გათვალისწინებით მიმდინარეობს. უბანზე შესვლის დროს აუცილებელია თერმოსკრინინგის გავლა და მკაცრად კონტროლდება სოციალური დისტანცია.
"ერთი სპეცუბანი გვაქვს შექმნილი მე-3 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და ერთი კოვიდუბანი," - აცხადებს N79 ბათუმის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე.