31 აგვისტო 2026,   04:03
ვრცლად
"მესამე ძალის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ და პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

"ისე გაგრძელება, რა ვითარებაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შეუძლებელი და წარმოუდგენელია და ამიტომ, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, დამშვიდება, დაპირისპირებაზე უარის თქმა, განვითარება და ამას მივეცით ჩვენ ხმა.

მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოდით საარჩევნო უბნებთან მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები