ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. ამის შესახებ გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამი უბნის გახსნა დაგვიანებით მოხდა. ასევე, თარხნიშვილი ამბობს, რომ ყველა უბანთან მობილიზებულები არიან აგიტატორები და დარღვეულია 100-მეტრიანი რადიუსის ვალდებულება.
თარხნიშვილი შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.