20 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უპირველეს ყოვლისა დაამთავრებს პოლარიზაციას - გრიგოლ ვაშაძე

ადგილობრივი თვითმმართვერლობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" წევრმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.​ მისი თქმით, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დაამთავრებს პოლარიზაციას, შუღლს და მტრობას. 

"ყველა საქართველოს მოქალაქეს მინდა ვთხოვო მოვიდნენ არჩევნებზე. იმიტომ, რომ, აი ეს აქტი, ბიულეტენის ჩაგდება ყუთში, ეს არის მათი საშუალება მართონ ეს სახელმწიფო. მე, რაც შემეხება, ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ამ სახელმწიფოში, დაამთავრებს პოლარიზაციას, შუღლს, მტრობას და იმ ვაგხანალიას, რომელსაც რატომღაც საქართველოში პოლიტიკა დაარქვეს და ამ ჭიჭყინში სრულიად ჩაიკარგა საქართველოს მოქალაქის პრობლემები,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები