სამეგრელოში საარჩევნო პროცესი ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ფოთში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიციას მიმართა.
პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველი გუნდის აგიტატორების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. ამ ბრალდებით მათ ფოთის სამმართველოს უკვე მიმართეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ საარჩევნო უბანთან "ოცნების" აგიტატორები დაინახეს, რომლებსაც ფოტოსურათებიანი სიები ჰქონდათ. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკურ მხარეებს შორის.
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას კი "ქართულ ოცნებაში" პროვოკაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ტყუილია.