31 აგვისტო 2026,   04:16
ვრცლად
ბათუმში ერას მოედანზე "ქართული ოცნების" ლიდერები გამარჯვებას ზეიმობენ

ბათუმში ერას მოედანზე "ქართული ოცნების" ლიდერები გამარჯვებას ზეიმობენ. მათ ადგილზე "გორბის" მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს უყურეს და განაცხადეს, რომ წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. მან კახა კალაძეს მეორე ვადით თბილისის მერობა უკვე მიულოცა. 

"ეს არჩევნები გარდამტეხი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. კახა კალაძეს კი მეორე ვადით თბილისის მერობას ვულოცავ,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

დღის ამბები