29 აგვისტო 2026,   13:08
ვრცლად
ოზურგეთში მეორე ტური გაიმართება

ოზურგეთში მეორე ტური გაიმართება. N60 საოლქო-საარჩევნო კომისიამ მედიას პირველადი მონაცემები გააცნო. კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის ინფორმაციით, ოზურგეთში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

ასევე, მეორე ტურში ბრძოლა მოუწევთ ოზურგეთის 4 მაჟორიტარულ ოლქში.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ოზურგეთის მერობისთვის  "ქართული ოცნების" კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იბრძოლებენ.

თალაკვაძემ არჩევნებში ხმების 44 13 %, ხოლო შარაშენიძემ  29 % აიღო. ლომიძის თქმით, პირველადი მონაცემები 63-ივე უბანზე დაყრდნობით არის შემუშავებული.

დღის ამბები