20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ორი ხელყუმბარა შეაგდეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალშიიმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში, სადაც ორი ხელყუმბარა შეაგდეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

ოჯახის წევრები და სახლის მეპატრონე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. სახლს და ეზოში მდგარ ავტომობილს აფეთქების კვალი ემჩნევა. როგორც მამედოვები, ასევე ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

ვერსიას,რომლის მიხედვითაც მამედოვებს თანასოფლელი ნიაზოვებთან სადაო ბიზნეს წილები აკავშირებდათ, რის გამოც, შესაძლოა, შურისძიება მომხდარიყო, კატეგორიულად გამორიცხავენ ნიაზოვები. 

ფაქტი გამთენიისას მოხდა. ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

დღის ამბები