06 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
ელგუჯა ცომაიას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში სახლი დაუთმო, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ელგუჯა ცომაიას, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანზონაში ბინა დაუთმო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურატურა ცომაიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. ადვოკატების განცხადებით კი, ბრალდება აბსურდულია და ძებნილი პირის შეფარება დასჯადი არ არის.

ელგუჯა ცომაიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე პატიმრობა ელის. პროკურატურა ცომაიასთვის ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები