20 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
საცხოვრებელ სახლში გადაგდებული 2 ხელყუმბარა - ვინ და რა მიზეზით სცადა ლაგოდეხში მამედოვების სახლის აფეთქება

დღეს დილით მამედოვების ოჯახი აფეთქების ხმამ გააღვიძა. ლაგოდეხის სოფელ კაბალში, ერთ-ერთ ეზოში გამთენიისას 2 ხელყუმბარა შეაგდეს. ერთი აფეთქდა, მეორე კი სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს, შედეგად არავინ დაზარალებულა. მამედოვების ოჯახში მომხდარის ვერსიებზე ღიად საუბარი უჭირთ. ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

სოფელში გავრცელებული ვერსიით, დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელზეც მამედოვების და ნიაზოვების ოჯახი ვერ შეჯერდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს შესაძლოა ანგარიშსწორება ყოფილიყო. ნიაზოვები გავრცელებულ ვერსიას კატეგორიულად ემიჯნებიან.

დღის ამბები