31 აგვისტო 2026,   05:00
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის საქმეზე ფოთის პორტის თანამშრომლებს, მამა-შვილ წოწორიებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მიხედვით წარედგინათ, რაც მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. სასამართლო მათი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. გიორგი გოგინავას განმარტებით, სავარაუდოდ, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას მოითხოვს.  

"შალვა და ზურაბ წოწორიას წარდგენილი აქვთ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის.

მოლოდინი იმისა, რომ ბრალდების მხარე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შევა ნამდვილად არ გაგვაჩნია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოტივირებულები არიან ბრძოლისათვის და მერწმუნეთ ისინი ძალიან მალე გათავისუფლდებიან საპატიმრო დაწესებულებიდან," - აცხადებს უფლებადამცველი გიორგი გოგინავა.

შეგახსენებთ, მიუხედავად აღძრული საქმისა ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია როგორ და რა გზით შემოვიდა ძებნილი ექსპრეზიდენტი საქართველოში.

დღის ამბები