20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მსჯავრდებული პრეზიდენტის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულ წოწორიებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებული მამა-შვილის შალვა და ზურაბ წოწერიების ადვოკატების განმარტებით, ისინი მოსამართლის მიერ წარდგენილ აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ, თუმცა წინასწარ ამბობენ, რომ ამის აზრს ვერ ხედავენ.

უფლებადამცველებმა დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლეს თითო პირზე  გათავისუფლების სანაცვლოდ 5 000 ლარიანი გირაოს გადახდაც შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მამა-შვილ წოწორიებს პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება პროკურატურას, უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რათა დაკავებულ წოწორიებს სასამართლოში ბრალი დაუმტკიცონ.

შალვა და ზურა წოწორიები, ისევე როგორ ელგუჯა ცომაია, დაკავებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით მეორე ნაწილით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. მათ ბრალი, მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლით აქვთ წარდგენილი და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ პირს, ელგუჯა ცომაიას, ვის სახლშიც სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა უკვე შეუფარდა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის რჩება საპატიმროში. დღეს ის ადვოკატებმა მოინახულეს. ამ დროისთვის მასთან უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება, რომელმაც შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

დღის ამბები