საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა. დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
სუს-ის განცხადებით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.