"რონაპრევე" - ეს არის პრეპარატი რომლის ეფექტიანობა მძიმე პაციენტებთან მიმართებაში უკვე აღიარა ბრიტანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა.
მედიკამენტი, ასევე, ამცირებს როგორც ჰოსპიტალიზაციის ალბათობას, ისე - სიმპტომურ გამოვლინებებსაც. თუმცა, ის ვაქცინის ალტერნატივა არ არის.
ახალმა მედიკამენტმა გამოყენების გადაუდებელი თანხმობა უკვე მიიღო 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, რომელიც კოვიდით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
საქართველო მიმდინარე კვირას „რემდესივირის“ 20 ათასს კოლოფს მიიღებს, ოქტომბრის მეორე ნახევარში კი ქვეყანაში „ტოცილიზუმაბის“ დამატებითი ფლაკონები შემოვა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 7 ოქტომბრიდან ქვეყანაში „რემდესივირის“ შეუზღუდავად გამოყენება დაიწყება, ხოლო ოქტომბრის მეორე ნახევრიდან "ტოცილიზუმაბის“.