თბილისში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემათ.
"დღეს 66 ოჯახს მინდა გადავცეთ საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად. მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 ოჯახი მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს.
მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო კორექტირებას ვთავაზობთ 2 წლით," - განაცხადა კახა კალაძე.