20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
დემნა გვასალიას კიდევ ერთი ტრიუმფი - წამყვანი მოდის სახლების 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები პარიზის მოდის კვირეულიდან 

პარიზის მოდის კვირეული დასრულდა. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია 9 დღის განმავლობაში  მსოფლიოს 45-მა წამყვანმა მოდის სახლმა წარადგინა. მათ შორის იყო "დიორი", "შანელი", "ბალენსიაგა", "ივ სენ ლორანი" , "ბალმანი", "ვალენტინო".

მოდის სახლებმა საკუთარი კოლექციებით დიზაინერ ალბერ ელბაზის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოდის სამყაროში ელბაზს მოიხსენიებდნენ - დიზაინერს, რომელსაც ესმოდა, როგორ შეექმნა კაბა, რომელიც მის მფლობელს თავს უკეთ აგრძნობინებდა.

პარიზის მოდის კვირეული კიდევ ერთი ტრიუმფი აღმოჩნდა "ბალენსიაგას" კრეატიული ხელმძღვანელის, დემნა გვასალიასთვის, რომლის ექსტრაორდინალურმა ხედვამ მოდის გავლენიანი ადამიანებისგან მასშტაბური ოვაციები დაიმსახურა.

დღის ამბები