31 აგვისტო 2026,   04:59
ვრცლად
ვაქცინაციის დაბალი ტემპი ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე - რას ამბობენ სპეციალისტები "ბუსტერ" დოზის საჭიროებაზე  

ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი კლავ დაბალია - ამის შესახებ ეპიდემიოლოგები აცხადებენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა სწორედ იმუნიზაციაა და მოსახლეობას პროცესში ჩართვისკენ ისევ აქტიურად მოუწოდებენ.

"პანდემიის დასამარცხებლად, მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამიტომ, ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს ეს პროცესი. მე მჯერა, რომ თუ სწორად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში.

"ბუსტერ" დოზა ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, იმას, რომ გაძლიერდეს იმუნიტეტი და ადამიანი ხანგრძლივად იყოს დაცული კორონავირუსული ინფექციისგან,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ექიმების განმარტებით, კვლავ ძალაში რჩება ისეთი რეკომენდაციების დაცვაც, როგორებიცაა  პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.

"ბოლო რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით გაუარესებულია და ეს მნიშვნელოვანია ვაქცინაციის თვალსაზრისით. უნდა მოხდეს კიდევ უფრო გააქტიურება ვაქცინაციის პროცესის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რჩება ისევ რეკომენდაციები - სოციალური დისტანცია, ნიღბის გამოყენება და ჰიგიენის დაცვა,"- აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე.

დღის ამბები