31 აგვისტო 2026,   00:40
ვრცლად
როდის არის რეკომენდირებული "ბუსტერ" დოზის გაკეთება კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებისთვის - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, "ბუსტერ" დოზა კოვიდგადატანილ და ვაქცინირებულებისთვისაც მიზანშეწონილია მე-2 ვაქცინაციიდან, ან ინფექციის გადატანიდან 6 თვის შემდეგ.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში, იმუნიტეტის გაძლიერება პერიოდულად იქნება საჭირო. 

"ბუსტერ" დოზაზე საუბარია ერთი ციკლის დასრულებიდან 6 თვეში. თუ ეს არის ახალგადატანილი ან ვაქცინირებულია ეს პირი, რა თქმა უნდა, 6 თვის მერე "ბუსტერ" დოზა მათთვისაც მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჩვენ ისეთი მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს. მით უმეტეს, რომ რეინფიცირების შემთხვევებიც იყო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საჭირო იქნება პერიოდულად იმუნიტეტის გასაძლიერებლად. 6 თვე არის მინიმალური პერიოდი, ეს შეიძლება იყოს 7-8-9 თვე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა, "დილა მშვიდობისა საქართველოს" - ეთერში. 

დღის ამბები