29 აგვისტო 2026,   11:43
ვრცლად
ახლა საჭიროა კონცენტრირება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე - შალვა პაპუაშვილი ბათუმის მოვლენებზე

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, შემდეგ კი მსჯელობა მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე. 

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოიყვანონ იქ ჩარჩენილი ადამიანები, რამდენადაც ვიცით, არიან ადამიანები ნანგრევებში. ამიტომ, ეს არის პირველი ამოცანა, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სამაშველო სამსახური.

შემდეგი ამოცანა, რა თმა უნდა, იქნება მიზეზების დადგენა. რაც შეეხება მიზეზებს, სხვადასხვა ვერსია სახელდება და ახლა საჭიროა კონცენტრირება იმაზე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს და ამის შემდეგ იქნება მიზეზების განხილვის შესაძლებლობა. ჯერჯერობით, ვისმენთ მხოლოდ ვერსიებს და რაიმეს თქმა საფუძვლიანი კვლევის გარეშე რთულია," - აცხადებს პაპუაშვილი. 

დღის ამბები