"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგად.
"ჩვენმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა, მე მინდა ვთქვა, რომ ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად. უგულშემატკივრონ ჩვენს სამაშველო ბრიგადებს.
დადგინდება ამ შემთხვევის მიზეზები, აუცილებლად,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.