31 აგვისტო 2026,   01:03
ვრცლად
მაშველებმა ტერიტორიიდან ავტომობილი გაიყვანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი

მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ტერიტორიიდან ავტომობილი გაიყვანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი.

სავარაუდოდ, მაშველები დიდი ბეტონის ფილებისა და ნარჩენებისგან, ასევე ჩარჩენილი ავტომობილებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 13 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ერთი ასაკოვანი ქალი კი გარდაცვლილი იპოვეს. 

დღის ამბები