20 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოზარდს, რომელიც შემთხვევის დროს სახლიდან ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა

იმ 3 პირს შორის, რომლებსაც ნანგრევებში ამ წუთებამდე ეძებენ, ერთ-ერთი მოზარდია, რომელიც შემთხვევის დროს, სახლიდან ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა. 

სამი ადამიანის ძებნის ოპერაციას მაშველები 24 საათია ფაქტობრივად შიშველი ხელებით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. კიდევ 3 დაკარგულის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია, დღეს, შს მინისტრისგან გახდა ცნობილი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალქეებს სხვადასხვა ტექნიკით ამ დრომდე ეძებენ. 

ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 არასწრულწლოვანია.

დღის ამბები