31 აგვისტო 2026,   03:32
ვრცლად
ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. 

"პაციენტი მედცენტრში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. მისი დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია. არის რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი გამოხატული. ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი მისი სიცოცხლის გადასარჩენად მაქსიმუმს აკეთებს. ის ამ დროისთვის ხელოვნურად არის დაძინებული," - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

დღის ამბები