25 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
ინფიცირებულთა რიცხვი, გასულ კვირასთან შედარებით, ზრდას განაგრძობს - სპეციალისტები მეხუთე ტალღის მოლოდინში

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ინფიცირებულთა რიცხვი, გასულ კვირასთან შედარებით, ზრდას განაგრძობს. სპეციალისტების ვარაუდით, სტატისტიკის ზრდის მიზეზი, შესაძლოა, მე-5 ტალღის დასაწყისი იყოს.

კოვიდპაციენტების მატების პარალელურად, შემცირებულია აცრის მსურველთა რაოდენობა. თუ აქამდე, დღიურად, 20-დან 30 ათასამდე ადამიანი იცრებოდა, დღეს ეს რიცხვი განახევრებულია. განსაკუთრებით დაბალია მოთხოვნა პირველ დოზაზე.

სწორედ იმუნიზაციის მაღალ მაჩვენებელზე და რეგულაციების მკაცრად დაცვაზეა დამოკიდებული, დადგება თუ არა ქვეყანა ახალი საფრთხის წინაშე, რომელსაც მსოფლიომ "ტვინდემია" უწოდა. ესაა შემთხვევა, როდესაც ადამიანი კოვიდ-19-ს და სეზონურ გრიპს ერთდროულად ებრძვის.

სეზონის ცვლილებასთან ერთად, ალბათობა იმისა, რომ ადამიანს ორივე ვირუსი ერთდროულად შეხვდეს იზრდება - სიტუაციიდან გამოსავალს კი სპეციალისტები, როგორც კოვიდ19-ის, ისე გრიპის საწინააღმდეგო აცრაში ხედავენ.

9 ოქტომბრის მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 1 დოზით 35.1% აცრილი, ხოლო სრულად 30.3 %. დღითიდღე მცირდება იმის შანსი, რომ წლის ბოლომდე საქართველომ პანდემია დაამარცხოს და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, პირბადეებისა და შეზღუდვების გარეშე გააგრძელოს.

დღის ამბები