ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული 3 პირის საკითხს სასამართლო სულ მალე გადაწყვეტს. სხდომა დილის 10-ის ნახევრისთვის დაიწყება. მოსამართლემ დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავს, რომ "ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა."
ადვოკატები საყრდენი კედლის მოხსნას უარყოფენ.
დაკავებულებს - ბინის მეპატრონესა და ორი მუშას, ბრალად ედებათ სამშენებლო წესების დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.