"მომავლის საჭმელი" - ეს ფრაზა მსოფლიო ბაზარზე 15 წლის წინ გამოჩნდა, როდესაც გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პირველად იქნა წარდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანთა პოპულაცია მსოფლიოში დღითიდღე მატულობს, 2050 წლისთვის დედამიწაზე 10 მილიარდზე მეტი ადამიანი იქნება, რაც თავისთავად მეტ საკვებს საჭიროებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ინგრედიენტს, რომელიც სამომავლოდ ფართოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს ყოველდღიურ საჭმლის რაციონში.
პროტეინის შემცველი მწერები - არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენ მიერ შეკვეთილ ბურგერებში სხვადასხვა სახის გადამუშავებული მწერები აღმოაჩინოთ. მწერებით კვებას ენტომოფაგია ეწოდება. ეს უკვე ფართოდაა გავრცელებული ტაილანდში, ჩინეთში, მექსიკასა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. მწერების ფერმის გაშენება სამომავლოდ მილიარდობით ადამიანის გამოსაკვებად ერთ-ერთი ალტერნატიული გზაა.
მცენარის ბაზაზე შექმნილი ხორცი - ხორცზე მოთხოვნა მსოფლიო მაშტაბით უფრო და უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რითიც შესაძლებელია იმავე გემოს მიღება მცენარეების საშუალებით. Beyond Meat, Fry Family, Impossible Foods - ჩამოთვლილმა კომპანიებმა უკვე შეძლეს ამ იდეის განხორციელება და წარმოადგინეს სხვადასხვა მცენარით შექმნილი მრავალი გემოს პროდუქტი, რომლის განსხვავება ხორცისგან ძალიან რთულია.
ხორცის მოყვარულებისთვის მეცნიერებმა ასევე შეიმუშავეს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა საქონლის ძვლისგან სრულყოფილი ხორცის ლაბორატორიულად შექმნა. ის სრულიად უსაფრთხოა და ავსტრალიაში უკვე აქტიურად მოიხმარენ.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე